ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

30-წლიანი პატიმრობა - ნავალნის ახალ საქმეზე სასამართლო სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება


არაერთხელ მოწამლული და პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მომდევნო კვირაში კვლავ სასამართლო სხდომაზე წარსდგება, სადაც მისთვის დამატებული ახალი ბრალის თაობაზე პირველი განხილვა გაიმართება.

ნავალნის რუსეთის საგამოძიებო ორგანო ახლა უკვე ტერორიზმში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ციხეში ათწლეულების გატარება მოუწევს. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლის ან მეტის.

სასამართლო ჩანაწერების მიხედვით ბრალდება ექვს სხვადასხვა მუხლს ითვალისწინებს, ესენია:

  • ნაციზმის რეაბილიტაცია
  • ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნა
  • ექსტრემისტული ქმედებისკენ მოწოდებები
  • მოწოდება საზოგადოებრივი კანონის დარღვევისკენ
  • ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსება
  • არასრულწლოვნების ჩართვა და არასრულწლოვანთა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება

საქმე ათეულობით ტომისგან შედგება და ადვოკატები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი დრო დეტალურად შეისწავლონ დოკუმენტაცია. ტერორიზმის მუხლით მის წინააღმდეგ გამოძიება გასულ თვეში დაიწყო. პუტინის მთავარი კრიტიკოსი ახალ ბრალს „აბსურდულს“ უწოდებს. ნავალნის ამ დროისთვის პატიმრობა თაღლითობის მუხლით აქვს მისჯილი და ის საპყრობილეში 11 წელს გაატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლის წამყვანი კრიტიკოსი ციხეში იმყოფება, ნავალნი აგრძელებს რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას და ამბობს, რომ კრემლი უკრაინაში ომს წააგებს.

ვლადიმირ კარა-მურზას განაჩენი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:15 0:00

ადვოკატები და საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ კრემლი ცდილობს რუსეთში განსხვავებული აზრი ჩაახშოს და ოპონენტებს ყველა გზით ებრძვის. რუსეთში ნავალნის გუნდის წევრებიც იდევნებიან, მისი ორგანიზაციები კი აკრძალულია. მათი საქმიანობა კრემლმა „ექსტრემისტულად“ შეაფასა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG