გუშინ ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატმა მიტ რომნიმ ნევადის რესპუბლიკელთა კოკუსში გამარჯვება მოიპოვა. ნიუტ გინგრიჩი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო რონ პოლმა მესამე ადგილი დაისაკუთრა.
ნევადას კოკუსის შედეგებს მიტ რომნის სასარგებლოდ ექსპერტები მაინც იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ შტატში მოსახლეობის ერთი მეოთხედი მიტ რომნის აღმსარებლობის ანუ მორმონთა მოძღვრების მიმდევარია.
როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ნევადაში კოკუსის შედეგები მოსახლეობის ეკონომიკურმა სიდუხჭირემაც განაპირობა. ნევადელების დიდმა ნაწილმა კრიზისის დროს საცხოვრებელი სახლები დაკარგა და პრეზიდენტი ობამა მათ დახმარებას შეპირდა.
„მე ნევადაში ამერიკელებს შევხვდი, ვინც მიიჩნევს,რომ პრეზიდენტმა ობამამ მათ უღალატა.ბატონო პრეზიდენტო, გახსოვდეთ, თქვენ ამ შტატმა ტავის დროზე უდიდესი მხარდაჭერა გამოგიცხადათ“
ნევადის მოსახლეობას რესპუბლიკელი კანდიდატის მიტ რომნის განსაკუტრებით სჯერა და მიიჩნევს,რომ ის არის ადამიანი ,ვინც ცრუ დაპირბებს არ იძლევა:
‘ჩვენ გვჭირდება ისეტი პოლიტიკოსი, ვისაც კერძო სექტორში საკმაო გამოციდლება აქვს და იცის მდგომარეობა როგორ გამოასწოროს.ასევე ისიც ესმის.ასევე კარგად ესმის, თუ რა რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანები გაერთიანდნენ“-აღნიშნავს ნევადის ერთერთი დელეგატი.
რაც შეეხება ნიუ გინგრიჩს,მან გავრცელებული ინფორმაცია მარათონიდან გასვლის შესახებ უარყო და განაცხადა,რომ აგვისტოში საბოლოო კანდიდატის დასახლებეამდე კამპანიას არ შეყწვეტს:
„მე ვარ ამერიკის შეერთებული თშატების კანდიდატი და დავრჩები კანიდატატად, ვიდრე საბოლოოდ ფლორიდაში ერთმანეთს არ შევხვდებით“
აგვისტოში ფლორიდის შტატში რესპუბლიკელებმა ამერიკის საპრეზდიენტო არჩვენების საბოლოო კანდიდატი უნდა დაასახელონ.