ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკის საკითხი საპრეზიდენტო მარათონის ეპიცენტრში რჩება


ეკონომიკის საკითხი საპრეზიდენტო მარათონის ეპიცენტრში რჩება
ეკონომიკის საკითხი საპრეზიდენტო მარათონის ეპიცენტრში რჩება

უმუშევრობის მაჩვენებელის გაუმჯობესების მიუხედავად პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატები ობამას ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ

ექსპერტების აზრით 2012 წელს ცენტრალურ პოლიტიკურ საკითხად ისევ ეკონომიკა რჩება. სამუშაო ადგილების მცირედი მატება სიტუაციას მკვეთრად არ ცვლის და ამერიკის ეკონომიკის ზოგადი სურათი 2007-2008 წლებში დაწყებული კრიზისიდან მოყოლებული მხოლოდ სუსტ გაუმჯობესებას აჩვენებს.

უკვე ოთხი თვეა, რაც უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში სტაბილურად იკლებს და სექტემბერში დაფიქსირებული 9 პროცენტიდან იანვრისთვის 8.3-ზე ჩამოვიდა. გასული კვირის ბოლო უოლსტრიტზე ისევ საპროტესტო აქციებით აღინიშნა, პრეზიდენტმა ობამამ კი ახლადმიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა:

იანვარში ამერიკულმა ბიზნესებმა 257 ათასი სამუშაო ადგილი შექმნეს. უმუშევრობის მაჩვენებელმა იკლო, ვინაიდან უფრო ბევრმა ადამიანმა იპოვა სამსახური. საბოლოო ჯამში ბოლო 2 წლის მანძილზე 3.7 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა“.

იმ რესპუბლიკელ პოლიტიკოსთა პასუხი, რომლებიც ნოემბერში პრეზიდენტის წინააღმდეგ არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას, ერთმნიშვნელოვანი იყო: ეკონომიკურმა პოლიტიკამ დააგვიანა და პრეზიდენტმა ეკონომიკურ საკითხებში წარმატებული ლიდერობა ვერ აჩვენა.

შაბათს ნევადის შტატში გამართული კოკუსის შემდეგ გამარჯვებულმა კანდიდატმა მასაჩუსეტის შტატიდან, მიტ რომნიმ, განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში მათი მიზანი უმუშევრობის მაჩვენებლის 8 პროცენტზე, ან უფრო ნაკლებზე გამყარება იყო.

ამ კვირაში მათი სურვილი იყო 8.3-პროცენტიანი უმუშევრობის მაჩვენებლის წინაშე ქედი მოგვეხარა. ნუ ჩქარობთ, ბატონო პრეზიდენტო. არ დაგავიწყდეთ, რომ აქამდე თითქმის 36 თვის განმავლობაში უმუშევრობა იმ წითელ ზოლს გადაცილებული იყო, რომელიც თავად თქვენმა ადმინისტრაციამ გაავლო“.

ტელეკომპანია „ენ-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანალოგიური განცხადება გააკეთა წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნიუტ გინგრიჩმაც:

უმუშევრობის მაჩვენებელი დავარდა. კი ბატონო, დავარდა. მაგრამ იცით რატომ? იმიტომ რომ უმუშევართა 4-მა პროცენტმა სამსახურის ძებნაზე ხელი ჩაიქნია. იგივე რაოდენობის ხალხი რომ ეძებდეს სამუშაოს, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ იყო, დაუსაქმებელთა რიცხვი 12-13 პროცენტს მიაღწევდა“.

პრეზიდენტ ობამასთვის კი უმუშევრობის დონის კლება მაინც ძალზე პოზიტიური ცნობაა. ის ამ მაჩვენებელს საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვისაც იყენებს და ისიც იცის, რომ მომავალში მისგან სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას ელიან.

„ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ამერიკელია, ვისაც ან სამუშაო ესაჭიროება, ან უკეთესი ხელფასი. ეკონომიკა ძლიერდება. გაუმჯობესების პროცესი თანდათან უფრო ინტენსიური ხდება. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რაც კი რამ შეგვიძლია, რომ იგივე რიტმი შევინარჩუნოთ“.

უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვები პრეზიდენტი ობამას რეიტინგში გაუმჯობესებას აჩვენებს, რაც ქვეყანაში ახლად გამოცხადებულ პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ემთხვევა.

XS
SM
MD
LG