ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია


მიტ რომნი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია
მიტ რომნი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია

ნიუტ გინგრიჩი და რიკ სანტორუმი , რომნისგან განსხვავებით, მეტი კონსერვატიზმით გამოირჩევიან

10 იანვარს შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელთა მეორე პრაიმერი გაიმართება, რომელიც მოულოდნელობებით სავსე საპრეზიდენტო რბოლას მეტ ნათელს მოჰფენს.

რესპუბლიკელ კანდიდატთა ლიდერი მიტ რომნი შაბათს გამართულ სატელევიზიო დებატებზე მკაცრად გააკრიტიკეს. მისი ოპონენტები საპრეზიდენტო კანდიდატები ნიუტ გინგრიჩი და რიკ სანტორუმი იყვნენ, რომელთაც მიტ რომნის მიერ კერძო ბიზნესის მართვის პერიოდი გაიხსენეს. მაშინ მიტ რომნიმ საკუთარი საინვესტიციო ფირმიდან უამრავი თანამშრომელი დაითხოვა და ინვესტორებს ამ გზით მოგება გაუზარდა. მიტ რომნიმ მოპაექრეთა კრიტიკას სრული იგნორირებით უპასუხა და დებატებზე აქცენტი პრეზიდენტ ობამას კრიტიკაზე გადაიტანა.

ორივე, ნიუტ გინგრიჩი და რიკ სანტორუმი, რესპუბლიკელ კანდიდატთა ლიდერისგან მეტი კონსერვატიზმით გამოირჩევა და ამ კოზირს ამერიკულ ელექტორატში ცვალებადი წარმატებით ათამაშებს.

XS
SM
MD
LG