ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის წინააღმდეგობის მიხედავად ხავიერ კოლომინა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლად დაინიშნა


ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) აცხადებს, რომ ხავიერ კოლომინა, სამხრეთ სამეზობლოში ალიანსის გენერალური მდივნის წარმომადგენლად დაინიშნა. კოლომინა კოორდინაციას გაუწევს ნატოს მოქმედებებს სამხრეთის ფლანგზე. ამან ნატოს წევრი იტალიის პროტესტი გამოიწვია.

„ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსისთვის“,- წერია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

წინააღმდეგობის მიზეზი კოლომინას წარმომავლობაა, ის ესპანელია. იტალიის ხელისუფლებას კი მოლოდინი ჰქონდა, რომ ამ თანამდებობას იტალიელი დაიკავებდა. თანამდებობა რომელიც კოლომინამ დაიკავა, იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის ინიციატივით შეიქმნა.

ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო ამბობს, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რომს უღალატა.

კროზეტო „ლა სტამპასთან“ საუბრის დროს აცხადებს, რომ სტოლტენბერგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მან „თითქმის პირად შეურაცხყოფად მიიღო“.

კოლომინა აქამდე ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და მსახურობდა ალიანსის სპეიალურ წარმომადგენლად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ესპანელ დიპლომატს ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და როგორც ალიანსი განმარტავს, სამხრეთის მიმართულებით კოლომინას მუშაობა ნატოს კიდევ უფრო გააძლიერებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG