ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ოპოზიციონერი 22 წლის ბლოგერი სასტიკად სცემეს


მოსკოვში დაიწყო გამოძიება 22 წლის ოპოზიციონერი ბლოგერის იგორ ჟუკოვის ცემის ფაქტზე. თავდასხმა ჟუკოვზე მოსკოვში საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა, სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ ბლოგერი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმა ჟუკოვზე გასულ კვირას მოხდა, პოლიციამ კი საქმის გამოძიება დღეს დაიწყო. რუსი სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ იყვნენ ის პირები რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციურად განწყობილ ბლოგერს და რა იყო ამის მიზეზი. მოსკოველი სამართალდამცავები ამბობენ, რომ თავდამსხმელების დაკავებისთვის ყველაფერს აკეთებენ, თუმცა თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალდნენ და მათი იდენტიფიცირება რთულია. იმ შემთხვევაში თუ პოლიცია მათ დაკავებას შეძლებს მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კრემლი იმედოვნებს, რომ მალე მოხდება დამნაშავეების გამოვლენა და მათი დაკავება.

ჟუკოვზე მომხდარ თავდასხმას დასავლეთშიც გამოეხმაურნენ. ევროკომისიის სპიერმა პიტერ სტანო ამბობს:

"ჩვენ ვუსურვებთ მას სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ვიმედოვნებთ რომ სასტიკ თავდასხმაში მონაწილე უპასუხისმგებლო პირების დაკავება დროულად მოხდება და მათ გაასამართლებენ."

ევროკომისიის სპიკერმა დღესვე თქვა, რომ რუსეთში ძალიან ცუდი/ნეგატიური ტენდენციაა ადამიანის უფლებების მხრივ.

22 წლის იგორ ჟურკოვი მიუხედავად მისი ასაკისა, ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო მოსკოვში. აქციებში მისი აქტიური ჩართულობიდან გამომდინარე ჟუკოვი გასულ წელს ექსტრემიზმის გაღრმავების ბრალდებით დააკავეს. ჟუკოვს აკრძალული ჰქონდა ინტერნეტის სარგებლობა 2 წლის განმავლობაში.

ჟუკოვი მაშინ ამბობდა, რომ ეს მის მიმართ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დევნა იყო. მალევე ჟუკოვი უნივერსიტეტიდან გარიცხეს, როგორც ის ამბობს მიზეზად მისი პოლიტიკური განწყობები და პოზიცია დასახელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG