ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ლუფტანზამ" თეირანში ფრენები შეწყვიტა


გერმანულმა აივახაზებმა "ლუფთანზამ" თეირანში ფრენები შეწყვიტა. მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული სამხედრო მდგომარეობაა.

ირანულმა ახალი ამბების სააგენტომ, სოციალურ პლატფრომა "ექსზე" არაბული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თეირანის თავზე საჰაერო სივრცე სამხედრო წვრთნების გამო დახურულია. თუმცა, მოგვიანებით, მათ ეს ანგარიში წაშალეს და უარყვეს, რომ მსგავსი ახალი ამბავი გაუვრცელებიათ.

"ლუფთანზა" და მისი შვილობილი ავსტრიული ავიახაზები ერთადერთი დასავლური ავიაკომპანიაა, რომელიც დაფრინავს თეირანში, რომლებსაც ძირითადად თურქული და ახლო აღმოსავლეთის ავიახაზები ემსახურებიან.

ავსტრიის ავიახაზები, რომელიც "ლუფთანზას" ეკუთვნის და ვენიდან თეირანში კვირაში ექვსჯერ დაფრინავს, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აპირებდა ფრენას ხუთშაბათს, მაგრამ არეგულირებდა დროებს, რათა თავიდან აეცილებინა ღამით გაჩერება.

სხვა საერთაშორისო ავიაკომპანიებს, რომლებიც თეირანში დაფრინავენ, ფრენების გადადების, ან გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ირანის საჰაერო სივრცე ასევე წარმოადგენს ემირატებისა და ყატარის ავიახაზების ფრენების მთავარ მარშრუტს ჩრდილოეთ ამერიკაში ჩასაფრენად.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ ისრაელი "უნდა დაისაჯოს და ასეც იქნება" თავდასხმისთვის, რომლის დროსაც დაიღუპა ირანის რევოლუციური გვარდიის შვიდი წევრი, მათ შორის მისი ელიტარული საზღვარგარეთის ქვედანაყოფის, ყუდსის ძალების უფროსი მეთაური.

ისრაელმა, რომელმაც ექვსი თვის წინ დაიწყო ომი ღაზის სექტორში ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰამასის" წინააღმდეგ, არ დაადასტურა, რომ დამასკოზე თავდასხმის უკან დგას, მაგრამ პენტაგონმა ამტკიცებს, რომ ეს ასეა.

XS
SM
MD
LG