“ჰამასმა“ სამშაბათს განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის წინადადება, მათ არც ერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წინადადებას შესწავლიან და საკუთარ მოსაზრებას შუამავლებს გააცნობენ.
ისრაელის წინადადება, „ჰამასს“ კაიროში გამართულ მოლაპარაკებებზე, ეგვიპტელმა და ყატარელმა შუამავლება გააცნეს. კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებები, მიზნად ისახავს გამოსავლის პოვნას ღაზის ომიდან, რომელიც უკვე მეშვიდე თვეა გრძელდება.
იმავდროულად, ადგილობრივი მოსახლეობაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, რომ ისრაელის ძალებმა სამშაბათს გააძლიერა დაბომბვა ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში, დეირ ალ-ბალახსა და რაფაში.
კაიროში გამართული მოლაპარაკებები, რომელსაც ასევე ესწრებოდა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი, ომის შეჩერებასთან დაკავშირებით, ჯერ ჯერობით გარღვევებს ვერ ახდენს.
გავრცელებულ განცხადებაში „ჰამასი“ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება, მის მითხოვნებს არ შეესაბამება.
„მოძრაობა („ჰამასი“) დაინტერესებულია მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც დაასრულებს აგრესიას ჩვენს ხალხზე. ამის მიუხედავად, ისრაელის პოზიცია რჩება შეურიგებელი. ის არ აკმაყოფილებს ჩვენი ხალხისა და ჩვენი წინააღმდეგობის არც ერთ მოთხოვნას“, - ნათქვამია „ჰამასის“. განცხადებაში.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გასული წლის 7 ოქტომბერს, მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გამოუცხადა. „ჰამასმა“, რომელიც შეერთებული შტატებისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ისრაელზე თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლა, 300-მდე კი ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საპასუხო ომს, ამ ადრომდე, 35 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.