სამშაბათს, თურქეთმა თავისი პროდუქციის ფართო სპექტრის ექსპორტი ისრაელისთვის შეზღუდა. ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეს ანკარას მხრიდან, ისრაელის წინააღმდეგ, პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა "ჰამასთან" 6-თვიანი ომის პერიოდში.
ისრაელმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ გადაგმულ შეზღუდვებს შეზღუდვებითვზე უპასუხებს.
თურქეთი დიდი ხანია, რაც ისრაელს ღაზაში მიმდინარე მოვლენების გამო აკრიტიკებს. ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობა ისრაელს ღაზაში დაუყოვნებლიც ცეცხლის შეწყვეტისკენს მოუწოდებენ.
თუმცა, ბრალდებებისა და მოწოდებების ფონზე, თურქეთი ისრაელთან სავაჭრო ურთიერთობას ინარჩუნებდა. სავაჭრო შეზღუდვები, რომლებიც ძალაში სამშაბათს შევიდა, მოჰყვა ისრაელის უარყოფას თურქეთის თხოვნაზე ნება დაერთო ღაზაში საჰაერო გზით, ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა პალესტინელებისთვის.
ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზომები გავრცელდება 54 სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ექსპორტზე, მათ შორის რკინა, მარმარილო, ფოლადი, ცემენტი, ალუმინი, აგური, სასუქი, სამშენებლო ტექნიკა და პროდუქტები, საავიაციო საწვავი და სხვა.
„ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება მანამ, სანამ ისრაელი, საერთაშორისო კანონმდებლობით ვალდებულებებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ არ გამოაცხადებს ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში და არ დაუშვებს საკმარისი ჰუმანიტარული დახმარების შედინებას ღაზის სექტორში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზომებზე საპასუხოდ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთმა "ცალმხრივად დაარღვია" სავაჭრო შეთანხმებები ისრაელთან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი „ისევ წირავს თურქეთის ხალხის ეკონომიკურ ინტერესებს ჰამასის მხარდასაჭერად. ჩვენც ანალოგიურად ვუპასუხებთ“.