ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის ახალი პრეზიდენტი ცვლის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის პოლიტიკას


მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი
მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი

მექსიკის ახალი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების პირველივე დღეებში კლაუდია შეინბაუმმა თქვა, რომ ის შორს იჭერს თავს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების მემკვიდრეობისგან, რომელსაც მისი წინამორბედი და აღმზრდელი, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი უჭერდა მხარს. მექსიკის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ განაახლებს ენერგეტიკულ გარდაქმნას, რომელიც ობრადორმა შეაჩერა.

ამ კვირაში, მეხიკოდან გაკეთებულ პირველივე საჯარო გამოსვლაში, შეინბაუმმა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხში ქვეყნის წინაშე კონკრეტული გეგმები დასახა. „ვაპირებთ გავაძლიეროთ განახლებადი ენერგიის წარმოება. ჩვენი მიზანია, 2030 წლისთვის მისი წილი [მთლიანი ელექტროენერგიის წარმოებაში] 45% გახდეს,” - განაცხადა მან ზოკალოს მოედანზე მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო ფიცის დადების ცერემონია დასრულდა.

მისი გეგმის დეტალები ჯერ დასაზუსტებელია, მაგრამ ეს განცხადება ყოფილი პრეზიდენტის ენერგეტიკული პოლიტიკიდან მკვეთრ გადახვევაზე მიუთითებს. ობრადორი წიაღისეული საწვავის გამოყენების მტკიცე დამცველი იყო და ბევრ სხვა ნაბიჯთან ერთად, 20 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად. მან ასევე შეაჩერა აუქციონები, რომლებიც დეველოპერებს ქვეყანაში მზის და ქარის ელექტროსადგურების აშენების საშუალებას მისცემდა.

პრეზიდენტ შეინბაუმის განცხადებით, ის მომდევნო დღეებში წარმოადგენს რეფორმის "ამბიციურ პროგრამას", რომლის მიზანი იქნება მავნე გამონაბოლქვის შემცირება, რომელიც კლიმატის ცვლილებებს უწყობს ხელს. პარალელურად, მექსიკის ლიდერი მოსახლეობას პირდება, რომ გააძლიერებს ელექტროენერგიის ფედერალურ კომისიას, რომელიც იმ სახელმწიფო ელექტროსადგურების მფლობელია, რომელთა უმეტესობაც სწორედ წიაღისეულ საწვავზე მუშაობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG