ამერიკის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამ თვეში (იანვარი - მარტი) 15 შტატში წითელას 387 შემთხვევა გამოვლინდა, რამაც გასული, 2018 წლის მთელი 12 თვის მაჩვენებელს გადააჭარბა. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მთელი წლის განმავლობაში შარშან, სულ 372 შემთხვევა დაფიქსირდა.
საჯარო ჯანდაცვის სპეციალისტები განსაკუთრებით იმ დასახლებებზე წუხან, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. მოსახლეობის ნაწილში გავრცელებულია მოსაზრება, რომ წითელასა და ზოგიერთი სხვა ინფექციური დაავადების ვაქცინები ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუმცა საერთო ვაქცინის წითელას ნაწილი 1960-იანი წლებიდან გამოიყენება და და სამედიცინო სფეროს სპეციალისტების თქმით, ვაქცინა უსაფრთხო და ძლიერ ეფექტურია.
წითელათი დაავადებული ადამიანების სიკვდილიანობა 2000 წლიდან 2017 წლამდე 5-ჯერ შემცირდა. ამ კლების მთავარი მიზეზი სწორედ ვაქცინაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინამ ამ 17 წლის განმავლობაში, 21 მილიონი ადამიანის სიკვდილის პრევენცია შეძლო.
Facebook Forum