ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, თუმცა ცუნამის რისკი არ არის


ჩილეს ჩრდილოეთ სანაპიროსთან 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პრევენციის მიზნით, სანაპიროსთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მაინც მოახდინა.

ჩილეს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცუნამის წარმოშობის ნიშნები არ დაფიქსირებულა. ამერიკის შეერთებული შტატების ცუნამის მონიტორინგის სისტემამაც აჩვენა, რომ ცუნამის რისკი არ არსებობს.

ამერიკის გეოლოგიური ცენტრის გამოკითხვის თანახმად, მიწისძვრის ცენტრი ქალაქ კოქუიმბოდან სამხრეთ-დასავლეთით, თითქმის 16 კმ-ის მანძილზე და 53 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, საღამოს 8-ის ნახევარზე მოხდა.

ადგილობრივების განცხადებით, ზოგიერთი ძველი შენობა დაზიანდა და მეზობელ ქალაქებში რამდენიმე ადგილას ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, ტურისტები შეშინდნენ, თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა.

ჩილე მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს და მიწისძვრა ქვეყნისთვის ახალი საფრთხე ნამდვილად არ არის. 2010 წელს მომხდარმა 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ და მისგან გამოწვეულმა ცუნამიმ 525 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG