ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დანგრეული სოფლებისთვის დახმარების აღმოჩენა შეფერხებულია


სუმური, ბანტენის პროვინცია, ინდონეზია, 26 დეკემბერი, 2018
სუმური, ბანტენის პროვინცია, ინდონეზია, 26 დეკემბერი, 2018

ინდონეზიაში უწყვეტი წვიმა სამაშველო სამუშაოებს ართულებს. გასულ კვირას მომხდარი დამანგრეველი ცუნამის შემდეგ ქვეყნის დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა შეფერხებულია. სტიქიას დღემდე 429 ადამიანი ემსხვერპლა.

წვიმის შედეგად გზები გაუვალი გახდა, რის გამოც სტიქიის ადგილზე მძიმე სამაშველო ტექნიკის და სურსათისა და მედიკამენტების მიტანა ვერ ხერხდება. ხელისუფლება ადამიანებისთვის საჭირო მარაგის მიტანას და ზოგ შემთხვევაში, მათ ევაკუაციას შვეულმფრენებით ახორციელებს.

შაბათს მომხდარი ცუნამი, სავარაუდოდ, ვულკან კრაკატოას ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა წყალქვეშა მეწყერმა გამოიწვია.

სეისმოლოგებმა და გეოლოგებმა ადამიანების გაფრთხილება ვერ მოასწრეს. ცუნამიმ უზარმაზარი ტალღები ჯავასა და სუმატრასთან ახლოს მდებარე პოპულარულ სანაპიროებზე წარმოქმნა, რომლებმაც ასობით ნაგებობა დააზიანა და დაანგრია.

სტიქიის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 150 ადამიანს მაშველები დღემდე ეძებენ.

სამართალდამცავები მოსახლეობას აფრთხილებენ მოშორდნენ სანაპირო ზოლებს, რადგან ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება, რაც განმეორებითი ცუნამის საშიშროებას ქმნის.

კრაკატოას ვულკანი მდებარეობს კუნძულზე, რომელმაც დღევანდელი ფორმა 1883 წლის კატასტროფული ამოფრქვევის შემდეგ მიიღო. მაშინ ვულკანმა კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით, 30 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG