ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

844 ადამიანი დაიღუპა ინდონეზიაში მომხდარ მიწისძვრაში


დღეს ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიის კუნძულ სულავესზე, პარასკევს მომხდარი მიწისძვრის და ცუნამის გამო, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ქალაქ პალუში 844 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და სავარაუდოდ, ათასებში გადავა.

ინდონეზია საერთაშორისო ჩართულობას და დახმარებას ითხოვს. განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს წყალი, საკვები და მედიკამენტები. კუნძულ სულავესზე ელექტროენერგია გამორთულია, გზები გადახერგილი, ან დანგრეული, აეროპორტი კი მინიმალური დატვირთვით ფუნქციონირებს.

პარასკევს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7.5 ბალს აჭარბებდა. მიწისძვრამ 6 მეტრის სიმაღლის ცუნამი წარმოშვა. გიგანტური ტალღა ინდონეზიის სიდიდით მესამე კუნძულს თავს ისეთ დროს დაატყდა, როცა პლაჟებზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

ვიდეო, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა: https://www.facebook.com/amerikiskhma/videos/256942405164781/

Facebook Forum

XS
SM
MD
LG