სამი ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა იაპონიის დასავლეთში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს თქმით, 6.1 ბალიანი მიწისძვრის ცენტრი ქალაქ ოსაკადან ჩრდილოეთით დაფიქსირდა. მიწისძვრას კედლების ჩამონგრევა და წყლის მილების დაზიანება მოჰყვა. მიწისძვრას 9 წლის გოგონას და 80 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ. 84 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში წიგნების თაროს ქვეშ ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა. მიწისძვრას ცუნამის გაფრთხილება არ მოჰყოლია.
2011 წელს, 9 ბალიან მიწისძვრას იაპონიაში ცუნამი მოჰყვა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ფუკუშიმას ბირთვული რექტორი დააზიანა.
Facebook Forum