ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეინის შტატში 18 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ


ამერიკის მეინის შტატში დღეს, 26 ოქტომბერს, ასობით პოლიციელი ეძებს ეჭვმიტანილს, რომელსაც წინა დღით მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ადანაშაულებენ. მედიის ცნობით, მამაკაცმა ქალაქ ლუისტონის კეგლის კლუბსა და ბარში სროლა ატეხა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.

შტატის სამართალდამცავების ბიულეტენში ნათქვამია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილია 40 წლის რობერტ ქარდი. ის არმიის რეზერვისტთა ბაზაზე მუშაობდა და ზაფხულში ფსიქიკური პრობლემების გამო რეაბილიტაციას გადიოდა.

მასშტაბური ძებნის ოპერაციის დროს, პოლიციამ მოსახლეობას სახლებში დარჩენა სთხოვა. სკოლებში სწავლა გაუქმდა. ქალაქ ლუისტონში და მეზობელ ლისაბონში ხუთშაბათ დილით უცნაური სიჩუმე იყო. გზებზე ავტომანქანები თითქმის არ დადიოდა და ქუჩაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ჩანდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG