2023 წლის პირველი ნახევრის შეფასების შემდეგ გაირკვა, რომ ეს ყველაზე უფრო მსხვერპლიანი ექვსი თვე იყო ამერიკაში, მასობრივი მკვლელობების თვალსაზრისით, 2006 წლის შემდეგ.
1 იანვრიდან 30 ივნისამდე შეერთებულ შტატებში 28 მასობრივი მკვლელობა მოხდა, რომელთაგან ერთის გარდა ყველა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. დაღუპულთა რიცხვი თითქმის ყოველ კვირას იზრდებოდა.
წლის პირველ ნახევარში, 181 დღეში 28 მასობრივი მკვლელობა მოხდა, რომლებსაც 140 ადამიანი ემსხვერპლა.
მასობრივი მკვლელობა განისაზღვრება, როგორც მოვლენა, რომლის დროსაც ოთხი ან მეტი ადამიანი იღუპება. ამ რაოდენობაში თავდამსხმელი არ შედის და დანაშაული 24 საათის განმავლობაში ხდება.
მონაცემთა ბაზას, რომელმაც ბოლო ექვსი თვე დააჯამა, “ასოშეიტედ პრესი“ და გამოცემა USA Today ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტთან პარტნიორობით 2006 წლის შემდეგ აწარმოებენ.
2023 წლის ეს პერიოდი რეკორდული იყო. მანამდე ყველაზე მეტი - 27 მასობრივი მკვლელობა - მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევარში დაფიქსირდა.