საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვერ შეძლო დონალდ ტრამპის დარწმუნება, დარჩენილიყო ამერიკა „ირანის ბირთვული შეთანხმების“ მხარედ, შინ დაბრუნებულს კი შრომითი და საპენსიო რეფორმით უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილის საპროტესტი გამოსვლები ელოდა. დაძაბული პერიოდის შემდეგ კი მაკრონისთვის შვება აღმოჩნდა გერმანიაში ვიზიტი, სადაც მას ევროკავშირის გარდაქმნისა და გუმჯობესების მიზნებისთვის სპეციალური ჯილდო გადასცეს.
შარლემანის პრიზი, რომელიც მას გერმანულ საკურორტო პატარა ქალაქში გადასცეს, მისი მისწრაფებების და გეგმების დაფასება უფროა, ვიდრე რეალური წარმატება ევროპული ერთობის გაუმჯობესების საქმეში.
ანგელა მერკელმა ეს პრიზი დაახლოებით ათი წლის წინ მიიღო ევროპული ბლოკის გაერთიანებისთვის გაწეული საქმისთვის. ირონიულია, თუმცა გერმანიის კანცლერი ახლა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა მაკრონის მოწოდებებისთვის, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ ბლოკმა ეკონომიკური, პოლიტიკური და თავდაცვითი კავშირები გააღრმავოს.
ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის „CentER“-ის დირექტორს, ჩარლზ გრანტს სჯერა, რომ მაკრონი ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწევს. „მისთვის უფრო ადვილია საფრანგეთში რეფორმების გატარება, რადგან ევროპისგან განსხვავებით, აქ ისაა გადაწყვეტილების მიმღები და მთავარი პასუხისმგებელი პირი“.
თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად მნიშვნელოვანი თარიღები ახლოვდება. ივნისში მაკრონმა და მერკელმა ევროზონის რეფორმირების ერთობლივი გეგმა უნდა წარმოადგინონ. გარდა ამისა, არც ისე შორეულ მომავალში, შემდეგ წელს ევროპარლამენტის არჩევნებია დაგგმილი. ზოგიერთი ანალიტიკოსი შიშობს, რომ ევროპული კავშირისადმი სკეპტიკურად განწყობილმა პარტიებმა შეიძლება მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვონ.
მაკრონმა გასული წლის არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე მოწინააRმდეგეები დაამარცხა, თუმცა ევროპას პოპულისტურმა ტალღამ მაინც „გადაუარა“. აპრილში ვიქტორ ორბანი უნგრეთის ლიდერი მესამე ვადით გახდა, მარტში კი იტალიაში დაწინაურდნენ ანტი-ისტაბლიშმენტურმა ძალები. თუმცა ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ევროზონის მომავალი არც ისე ცუდია და ნამდვილად არსებობს შანსი "უფრო ერთიანი ევროპისა". "ევროპბარომეტრ 2017" - ის კვლევის თანახმად ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის 3/4 ბლოკის მიმართ მაინც დადებითადაა განწყობილი.
ბრუკინგსის ინსტიტუტის კვლევაში კი გასულ თქვეს ნათქვამი იყო, რომ 2019 წელს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პარალელურად "ევროპა აღარ არის კონტინენტი კრიზისში. ვალებში ჩაფლულ საბერძნეთშიც კი გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირს მხარს უჭერს".
ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარები დერვისი და კონროი ამბობენ, რომ მაკრონის ზოგიერთი ინიციატივა ევროკავშირისთვის დადებითი ნამდვილად იქნება და "ახალ დინამიკას" შეიტანს მასში, ევროპელ მოქალაქეებს უფრო მეტი ენთუზიაზმი ექნებათ ბლოკის მიმართ და ცვალებად მსოფლიო სცენაზე ეკონომიკური და სოციალური ღირებულებების შენარჩუნების შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
Facebook Forum