ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი “ისლამისტურ ტერორიზმთან” ბრძოლას პრიორიტეტად ასახელებს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს “ისლამისტურ ტერორიზმთან” ბრძოლა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა. “გულუბრყვილობის დრო არ არის”, დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ჩვენი მტერია, თქვა მან ფრანგ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე. მაკრონის განცხადებით, პარიზი მომავალ წელს ტერორიზმთან ბრძოლისადმი მიძღვნილ სამიტს უმასპინძლებს.

ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, ეს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი საკვანძო გამოსვლაა. ემანუელ მაკრონის განცხადებით, სირიაში და ერაყში მშვიდობის აღდგენა საფრანგეთის სტაბილურობისთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. რაც შეეხება ირანთან 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებას, მაკრონის თქმით, ის უალტერნატივოა.

XS
SM
MD
LG