ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობას დაასრულებს


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვერსალის სასახლეში, ეროვნულ ასამბლეას მიმართა. ვერსალის სასახლეზე არჩევანის შეჩერება არატრადიციული ნაბიჯი იყო, რამაც პრეზიდტის მიმართ კრიტიკა გამოიწვია. 90 წუთიან გამოსვლაში, მაკრონმა განაცხადა, რომ ის აპირებს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობს გაუქმებას, რომელიც 2015 წლის ნოემბრიდან არის ძალაში.

მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს სამჯერ შეამციროს ეროვნული ასამბლეის წევრთა რაოდენობა, რასაც მისი აზრით, პარლამენტის საქმიანობაზე პოზიტიური გავლენა ექნება. „მე ვაპირებ ეს რეფორმა პარლამენტში კენჭისყრაზე გავიტანო, თუმცა თუ საჭირო გახდა ამ საკითხზე რეფერენდუმს ჩავატარებ,“ განაცხადა მან.

მაკრონის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის პოლიციამ 23 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც პრეზიდენტის მკვლელობის შეთქმულების დაგეგმვაში ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაცით, ის 14 ივლისს, ბასტილიის დღეს აპირებდა პრეზიდენტის მოკვლას მაშინ, როცა საფრანგეთში ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტია დაგეგმილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG