ჩრდილოეთ მაკედონიამ ექვსი რუსი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და მათ დიპლომატიური ნორმების დარღვევის გამო, ქვეყნის დატოვება უბრძანა. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.
„ეს ინდივიდები ახორციელებდნენ ქმედებებს, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება და მათ უნდა დატოვონ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორია მომდევნო ხუთ დღეში“. - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ეს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიიდან რუსი დიპლომატების გაძევების უკვე მეორე შემთხვევაა. მოსკოვი უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას დღემდე "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.
გასულ თვეში, ხუთ რუს დიპლომატს უბრძანეს ჩრდილოეთ მაკედონიის დატოვება, დიპლომატიასთან „შეუსაბამო“ ქმედებების გამო.
2021 წელს, სკოპიემ ორ სხვადასხვა შემთხვევაში, ორი დიპლომატი გააძევა.