ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამბობს, რომ კიევს შეუძლია მოსახლეობის „ტანჯვა“ დაასრულოს


კრემლი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშებს კვლავ უარყოფს და ამბობს, რომ რუსეთს ხუთშაბათს ელექტრომომარაგების ქსელებზე იერიშები არ მიუტანია. აქვე მოსკოვი განმარტავს, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და დაასრულოს მოსახლეობის „ტანჯვა“

დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთი მკაცრად აკონტროლებს, რომ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშები არ განხორციელდეს.

„რაც შეეხება სამიზნეებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება სამხედრო დაწესებულებებს, ისინი ექვემდებარებიან საჰაერო დარტყმებს,“- ამბობს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი და განმარტავს, რომ კრემლის მიზანი არ არის უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება.

„უკრაინის ხელმძღვანელობას აქვს ყველა შესაძლებლობა, დააბრუნოს სიტუაცია ნორმალურ მდგომარეობაში, აქვს ყველა შესაძლებლობა მოაგვაროს სიტუაცია ისე, რომ შეასრულოს რუსული მხარის მოთხოვნები და შესაბამისად დაასრულოს მოსახლეობის ტანჯვა,“- ამბობს პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსული იერიშების შედეგად მწყობრიდან გამოსულია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. როგორიცაა წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების წერტილები, რის გამოც მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ეს მაშინ როცა უკრაინაში ჰაერის ტემპერატურა ნულს არ აჭარბებს.

XS
SM
MD
LG