სამშაბათს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების წარმომადგენელთა პალატის კომიტეტისთვის გადაცემის ნებართვა გასცა. ეს ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტისთვის ერთგვარი მარცხია. ტრამპმა დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედი კონგრესის საგამოძიებო კომიტეტის თხოვნას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს ტრამპის 31 ოქტომბერს შეტანილი საგანგებო შუამდგომლობა, დაებლოკათ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. იმ დადგენილებამ ძალაში დატოვა საბიუჯეტო კომიტეტის თხოვნა მისი საგადასახადო დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ, როგორც კომიტეტის საკანონმდებლო მუშაობის დასაბუთებული შემადგენელი ნაწილი. განსხვავებული მოსაზრება უზენაესი სასამართლოს არცერთ მოსამართლეს არ გამოუთქვამს.
კომიტეტს, რომელიც 2015-2020 წლების პერიოდის ტრამპის საგადასახადო დოკუმენტებს ითხოვდა, რესპუბლიკელების მიერ კონგრესზე კონტროლის დამყარებამდე, სამუშაოს დასასრულებლად ცოტა დროს რჩება. 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში მცირე უპირატესობა მოიპოვეს და იანვარში, წარმომადგენელთა პალატაზე და მასში მოქმედ კომიტეტზე კონტროლს ისინი განახორციელებენ.
გასულ კვირაში, ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ გამოაცხადა.