ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკვდილმისჯილი მებრძოლები - კრემლი დიდ ბრიტანეთს სეპარატისტებისადმი მიმართვისკენ მოუწოდებს


კრემლი დიდ ბრიტანეთს მიმართავს და მოუწოდებს მას მიმართოს სეპარატისტებს, შუამდგომლობით, თუ რატომ უნდა განთავისუფლდნენ ბრიტანეთის მოქალაქეები, რომლებსაც დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, ამ დრომდე ამ საკითხზე მოსკოვსთან ლონდონს კომუნიკაცია არ ჰქონია.

პრორუსი სეპარატისტების ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა გასულ კვირას მიუსაჯა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამივე მებრძოლი დაქირავებული იყო. სიკვდილმისჯილთა ოჯახის წევრები ბრალდებას უარყოფენ.

ტერიტორია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევა. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას დამოუკიდებლად მხოლოდ მოსკოვი აღიარებს. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო.

დიდი ბრიტანეთი ამ დრომდე უარს ამბობს, პრორუსი სეპარატისტებისადმი მიმართვაზე.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა, თქვა რომ საუკეთესო გზა სიკვდილმისჯილი პირების განთავისუფლებისთვის უკრაინის დახმარებაა და ის ყველაფერს გააკეთებს რაც ამისთვის საჭიროა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოფიციალური ლონდონი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ტყუილზეა დაფუძნებული.

პრორუსი სეპარატისტების თქმით, ორ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ მსჯავრდებულს განაჩენის გასაჩივრებისთვის ერთი თვე აქვთ, რასაც დაკავებულთა ადვოკატები აპირებენ. კიევში კი ამბობენ, რომ შეეცდებიან აღნიშნული პირები პატიმრების გაცვლის გზით გაათავისუფლონ.

დიდი ბრიტანელი მებრძოლები უკრაინის დასაცავად იბრძოდნენ და ისინი ტყვედ აპრილში ჩავარდნენ, ხოლო მაროკოელი მებრძოლი მარტში ჩაბარდა, როცა ის მარიუპოლში იბრძოდა რუსების წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG