ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია რუსეთს უცხოელი მებრძოლების სასიკვდილო განაჩენის გამო აკრიტიკებს


რუსეთის მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში, უცხოელი მებრძოლებისთვის სასიკვდილო განაჩენი შოკისმომგვრელია და აჩვენებს რუსეთის მიერ "ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების სრულ უგულებელყოფას" - განაცხადა პარასკევს გერმანიის მთავრობის სპიკერმა.

ორ ბრიტანელს და ერთ მაროკოელს, რომლებიც ტყვედ აიყვანეს უკრაინის მხარეს ბრძოლისას, ხუთშაბათს რუსეთის მიერ მხარდაჭრილმა, თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

სასიკვდილო გამაჩენი გამოუტანეს ეიდენ ასლინს, შონ პინერსა და ბაჰიმ საადუნს. სხდომაზე მოსამართლემ თქვა, რომ ისინი დამნაშავეები არიან „ისეთ ქმედებაში, რომელიც ხელისუფლების ხელში ჩაგდებასა და დამხობისკენ იყო მიმართული”.

ბრიტანელი მებრძოლები უკრაინის დასაცავად იბრძოდნენ და ისინი ტყვედ აპრილში ჩავარდნენ, ხოლო მაროკოელი მებრძოლი მარტში ჩაბარდა, როცა ის მარიუპოლში იბრძოდა რუსების წინააღმდეგ.

სასამართლოში მათ თქვეს, რომ ისინი დაქირავებული მებრძოლები იყვნენ. პატიმართა ადვოკატები ამბობენ, რომ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დიდ ბრიტანეთს განცხადება არ გაუვრცელებია. მანამდე, ოფიციალური ლონდონი ამბობდა, რომ რუსეთი ცდილობს სამხედრო ტყვეების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას.

ორ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ მებრძოლს სიკვდილით დასჯიან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:18 0:00

პუტინმა უკრაინაში ფარტომასშტაბიანი ომის დაწყების დროს თქვა, რომ საერთაშორისო წესები უცხოელი დაქირავებული მებრძოლების შემთხვევაში არ გავრცელდებოდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG