ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: სევეროდონცკისთვის ბრძოლა, ომის ერთ-ერთი ურთულესი ბრძოლაა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აღმოსავლეთის ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა, ომის „ერთ-ერთი ყველაზე რთული“ ბრძოლაა. მან დონბასის საკვანძო რეგიონისთვის ამ ქალაქის მნიშვნელობა აღნიშნა.

„ბევრი მიზეზის გამო, დონბასის ბედი აქ წყდება“, თქვა ზელენსკიმ ოთხშაბათის ვიდეო მიმართვაში.

ოთხშაბათს, რუსულმა მძვინვარე შეტევამ, უკრაინულ ძალებს სევეროდონეცკის გარეუბნებისკენ უკანდახევა აიძულა.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყო, რამაც მას ქალაქის დაახლოებით ნახევარზე კონტროლი მოაპოვებინა, მაგრამ როგორც ლუჰანსკის რეგიონის გუბერნატორმა სერჰი ჰაიდაიმ უკრაინულ მედია RBC-ს უთხრა, ამის შემდეგ რუსეთმა საარტილერიო და საჰაერო დაბომბვებით ქალაქის მიწასთან გასწორება დაიწყო და იქ გამაგრებას აზრი აღარ ჰქონდა.

მან „ასოშიეიტედ პრესთან“ საუბარში აღიარა, რომ კიევის ძალები სიძნელეს განიცდის. „ყველაფერი, რაც რუსულ არმიას გააჩნია - არტილერია, ნაღმმტყორცნები, ტანკები, ავიაცია - ამ ყველაფერს სევეროდონეცკში იყენებენ, რათა ქალაქი მიწის პირისგან აღგავონ და მთლიანად დაიპყრონ.“

სევეროდონეცკი რეგიონის ბოლო დიდი ქალაქია, რომელიც მოსკოვის 3.5 თვიანი შეტევის განმავლობაში დასაპყრობი დარჩა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ თქვა, რომ რუსული ჯარი ქალაქ პოპასნისკენაც მიიწევს და რეგიონში ლიმანზე, სვიატოჰირსკზე და 15 სხვა ქალაქზე კონტროლი უკვე მოიპოვა.

XS
SM
MD
LG