ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სევეროდონეცკი - კრემლის სათუო გათვლა "ომის მოსაგებად"


უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკზე, რუსეთის სრულმასშტაბიან თავადასხმას აგრძელებს.
უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკზე, რუსეთის სრულმასშტაბიან თავადასხმას აგრძელებს.

რუსული ჯ სევეროდონეცკზე კვლავ ყოვლისმომცველ თავდასხმას ახორციელებს, უკრაინული ძალები ამ დრომდე წინააღმდეგობის პოზიციებს ინარჩუნებს. ორივე მხარე აცხადებს, რომ ქალაქის ნაწილს რუსული ძალები აკონტროლებს.

რუსეთის მარიონეტული სეპარატისტები აღიარებენ, რომ ქალაქის სრულად დაკავებას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე თავად იმედოვნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ომის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ ახლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახმელეთო თავდასხმა მიმდინარეობს.

დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სევეროდონეცკზე კონცენტრირებისთვის, მოსკოვმა ცოცხალი და ცეცხლსასროლი ძალა, ფრონტის სხვა ნაწილებიდან გადაისროლა. მოსკოვი იმედოვნებს, რომ ინდუსტრიულ ქალაქში გამარჯვება, მოუტანს იმას, რასაც შეუძლია უწოდოს გამარჯვება აღმოსავლეთში.

კიევი-ბერლინი: რთული პარტნიორობა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:14 0:00


„უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სევეროდონეცკის მესამედი ჩვენს კონტროლს ექვემდებარება“ - ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პრორუსი წარმომადგენლის, ლეონიდ პასეჩნიკის განცხადებას, რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

პასეჩინკი ამბობს, რომ ძლიერი ბრძოლის მიუხედავად, რუსული ძალები წინ არ მიიწევდა და ამტკიცებს, რომ ეს განსაკუთრებული სიფრთხილის გამო ხდებოდა, რადგან პრორუსულ ძალებს „ქალაქის ინფრასტრუქტურის შენარჩუნება“ სურთ და ქიმიური ქარხნების გარშემო, სიფრთხილის გამო, ნელა მოძრაობენ.

ქალაქის ადმინისტრაციის უკრაინელი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სევეროდონეცკის ნახევარს ახლა რუსული ძალები აკონტროლებს.

„სამწუხაროდ, ქალაქი განახევრდა. მაგრამ, ამავე დროს, ქალაქი კვლავ იცავს თავს. ის ჯერ კიდევ უკრაინულია“ - აცხადებს ოლექსანდრ სტრიუკი და ქალაქში ჯერ კიდევ მყოფ მოსახლეობას, კვლავ სარდაფებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კიევი აცხადებს, რომ უწყვეტი დაბომბვით, რუსეთმა ქალაქის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა და მასობრივი სახმელეთო თავდასხმა, რომელსაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ათასობით მაცხოვრებელი, კვლავ ვითარების ტყვეა, რუსული ჯარი კი ამ დრომდე უშედეგოდ მიიწევს ქალაქის ცენტრისკენ და იქ მყოფი უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას ვერ ახერხებს.

უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრისას, რეგიონის გუბერნატორი სერჰიი გადაი აცხადებს, რომ უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს, თუმცა შესაძლოა მათ უკან დახევა მოუწიოთ.

ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სტრიუკი ამბობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უკვე შეუძლებელია. ადგილობრივების ევაკუაცია ხელისუფლებამ ორშაბათს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შეწყვიტა, რის შედეგადაც ადგილზე მყოფი ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა.

იან ეგელანდი, ნორვეგიის ლტოლვილთა დახმარების საბჭოს გენერალური მდივანი შიშობს, რომ ცეცხლის ქვეშ, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დარჩება.

„ვშიშობთ, რომ ქალაქში 12 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება ცეცხლის ქვეშ წყლის, საკვების, მედიკამენტების და ელექტროენერგიის გარეშე. თითქმის უწყვეტი დაბომბვა, მოსახლეობას აიძულებს თავი სარდაფებს შეაფარონ“ - აცხადებს ეგელანდი.

რუსული ნავთობის აკრძალვა

თუმცა, სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის უზარმაზარ ძალისხმევას, უზარმაზარი ფასი აქვს - ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს რუსეთის უნარს, თავიდან აირიდოს უკრაინის შესაძლო კონტრშეტევები სხვაგან, მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა რუსეთის სევეროდონეცკის სრულად დაკავებას.

„პუტინმა ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა ახლა ლუჰანსკში გადაისროლა, თითქოს მისი აღებით, კრემლი ომს მოიგებს. ის ცდება.“ - ამბობს ვაშინგტონში არსებული კვლევითი ორგანიზაცია, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი.

„როდესაც სევეროდონეცკის ბრძოლა დასრულდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარე ფლობს ქალაქს, რუსეთის შეტევა ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე სავარაუდოდ კულმინაციას მიაღწევს, რაც უკრაინას მისცემს შანსს, განაახლოს ოპერატიული დონის კონტრშეტევა რუსული ძალების უკან დასახევად“ -ასკვნის კვლევითი ორგანიზაცია.

ორშაბათს, ევროკავშირი ომის დაწყებიდან რუსეთის წინააღმდეგ, საკუთარი ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ევროკავშირის პოტენციური სანქციები პირველად ისახავს მიზნად რუსული ნავთობის ემბარგოს, რაც მოსკოვის შემოსავლის მთავარი წყაროა.

ევროკავშირი საზღვაო გზით, რუსული ნავთობის იმპორტს აკრძალავს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს გადაწყეტილება ევროპაში რუსეთის ნავთობის ექსპორტის ორ მესამედს ახლა შეაჩერებს და მიმდინარე წლის ბოლომდე მას 90%-ით აკრძალავს. ამასთან, გერმანია და პოლონეთი, ეტაპობრივად შეწყვეტს მილსადენებით იმპორტს.

ამ დრომდე გამონაკლისი რჩება უნგრეთი, რომელიც რუსეთიდან გაზს საბჭოთა პერიოდის მილსადენით იღებს. თუმცა, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი მოლოდინით ეს „დროებითია.“

კიევი აცხადებს, რომ დამატებითი სანქციების დაწესება დროში იწელება. „მე თუ მკითხავთ, ვიტყოდი ძალიან ნელია, გვიანდება და ნამდვილად არ არის საკმარისი“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, იჰორ ჟოვკვა.

ამ ფონზე, რუსეთმა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას, რუბლში საფასურის გადახდაზე უარის გამო, გაზის მიწოდება შეუწყვიტა. სამშაბათს რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა ჰოლანდიურ გაზის მთავარ შემსყიდველს, „GasTerra”-ს. კომპანია აცხადებს, რომ მარაგს სხვაგან მოიპოვებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG