ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა უკრაინას არ გაუგზავნის ისეთ რაკეტებს, რომლებიც რუსეთს მისწვდება


დღეს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ „შეერთებული შტატები უკრაინას არ გაუგზავნის სარაკეტო სისტემებს, რომელთაც რუსეთის შიგნით წვდომა ექნება“.

აღნიშნული კომენტარი მოჰყვა იმ ცნობების გავრცელებას, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადებოდა უკრაინისთვის მოწინავე, შორი რადიუსის მოქმედების სარაკეტო სისტემები გაეგზავნა.

დელავერის შტატში გატარებული უქმეების შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნებულმა ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა: „არ ვაპირებთ უკრაინას გავუგზავნოთ სარაკეტო სისტემები“, რომელთაც რუსეთზე წვდომა ექნება.

უკრაინელ ოფიციალურ პირებს სურდათ მიეღოთ უფრო შორი რადიუსის მოქმედების სისტემა - მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა MLRS, რომელსაც გადამღობი ცეცხლის რაკეტების ასობით კილომეტრის მოშორებით გაშვება შეუძლია.

პარასეკევს, „სი-ენ-ენმა" და „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნეს ცნობები, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ და სხვა სისტემის, მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის - HIMARS გაგზავნისკენ იხრებოდა, რაც უკრაინისთვის უფრო დიდი სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

ბაიდენის შენიშვნებიდან ნათელი არ იყო ის, თუ რომელ სისტემას გულისხმობდა პრეზიდენტი.

უკრაინის მთავრობა დასავლეთს დაჟინებით სთხოვდა უფრო შორმსროლელი იარაღის მიწოდებას, რათა ომში გარდატეხა მოეხდინა.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირებმა თქვეს, რომ იარაღის ასეთი სისტემების საკითხი აქტიურად განიხილება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG