ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ მებრძოლს სიკვდილით დასჯიან


ტყვედ ჩავარდნილ ორ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ მებრძოლს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯიან. სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ვიდეო კადრებში, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ჩანს, რომ მსჯავრდებულები თავს დამნაშავედ მიიჩნევენ.

გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება ერთი თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

სასიკვდილით დასჯა მიესაჯა, ეიდენ ასლინს, შონ პინერსა და ბაჰიმ საადუნს. სხდომაზე მოსამართლემ თქვა, რომ ისინი დამნაშავეები არიან „ისეთ ქმედებაში, რომელიც ხელისუფლების ხელში ჩაგდებასა და დამხობისკენ იყო მიმართული“

ორ ბრიტანელ და ერთ მაროკოელ მებრძოლს სიკვდილით დასჯიან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:18 0:00

დიდი ბრიტანელი მებრძოლები უკრაინის დასაცავად იბრძოდნენ და ისინი ტყვედ აპრილში ჩავარდნენ, ხოლო მაროკოელი მებრძოლი მარტში ჩაბარდა, როცა ის მარიუპოლში იბრძოდა რუსების წინააღმდეგ.

სასამართლოში მათ თქვეს, რომ ისინი დაქირავებული მებრძოლები იყვნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დიდ ბრიტანეთს განცხადება არ გაუვრცელებია. მანამდე, ოფიციალური ლონდონი ამბობდა, რომ რუსეთი ცდილობს სამხედრო ტყვეების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას.

პუტინმა უკრაინაში ფარტომასშტაბიანი ომის დაწყების დროს თქვა, რომ საერთაშორისო წესები უცხოელი დაქირავებული მებრძოლების შემთხვევაში არ გავრცელდებოდა.

XS
SM
MD
LG