ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სროლები ნატოსთან - კოსოვოს ჩრდილოეთში ვითარება კვლავ დაძაბულია


კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, იქ სადაც ნატო პატრულირებს, სროლას ჰქონდა ადგილი. ადგილობრივ სერბებს ამ მონაკვეთზე საგზაო ბარიკადები აქვთ აგებული, რათა პოლიციას პრიშტინიდან არ მისცეს იქ მოქმედების შესაძლებლობა. ეს თვეების განმავლობაში, ეთნიკური დაძაბულობის ფონზე მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტია.

ნატოს განცხადებით, არავინ დაშავებულა და ნატოს მისიის მანქანა არ დაზიანებულა. ნატოს მისიის, „კოსოვოს ძალების“ (KFOR) თქმით, გასროლა ზუბინ ფოტოკის მიდამოში მოხდა. მისია არ ამბობს, კონკრეტულად საიდან ჰქონდა ადგილი სროლას. ტერიტორიის ამ მონაკვეთზე ნატოს დაახლოებით 3 760 ჯარისკაცი მშვიდობის შენარჩუნების მისიით იმყოფება.

ადგილობრივმა სერბებმა, კოსოვოს ჩრდილოეთში (სადაც დაახლოებით 50,000 სერბი მოსახლეა) ბარიკადები მას შემდეგ ააგეს, რაც 10 დეკემბერს პოლიციამ ყოფილი სერბი პოლიციელი დააკავა, საპროტესტო აქციის დროს მომსახურე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით.

ადგილობრივი სერბები, რომლებიც არ ცნობენ კოსოვოს სახელმწიფოს და მხარს უჭერენ ბელგრადს, ითხოვენ დაკავებული ოფიცრის გათავისუფლებას და აყენებენ სხვა მოთხოვნებს, ბარიკადებს მოსახსნელად.

კოსოვოს მთავრობამ ნატოს მისიას, რომელიც ნეიტრალურ როლს ინარჩუნებს, ბარიკადების მოხსნაში დახმარება სთხოვა.

ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტების ეთნიკური სერბი მერები, ადგილობრივ მოსამართლეებთან და 600-მდე პოლიციელთან ერთად, გასულ თვეში პროტესტის ნიშნად გადადგნენ, კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც სერბეთის მიერ გაცემული მანქანის სანომრე ნიშნების, პრიშტინაში გაცემული ნომრებით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG