ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა მიმდინარე დავის ფონზე, სერბეთისა და კოსოვოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. გასულ კვირაში, ევროკავშირმა კოსოვო და სერბეთი გააფრთხილა, რომ ისინი უფსკურულის პირას დგანან და ავტომობილების სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული დავა უნდა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ძალადობრივ წარსულში დაბრუნების პერსპექტივა შეექმნებათ.
მოგვიანებით დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრამდე, ბრიუსელში დაგეგმილია ჯოზეფ ბორელის პირისპირ შეხვედრები სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტისთან.
„საგანგებო შეხვედრის ფოკუსი იქნება არსებული კრიზისიდან გამოსავლის პოვნა, ასევე, ადგილზე შემდგომი დაძაბულობისა და ესკალაციის თავიდან აცილება. აქცენტი გაკეთდება სანომრე ნიშნებზე და კოსოვოელი სერბების კოსოვოს ინსტიტუტებში დაბრუნებაზე“ - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანგრძლივი დაძაბულობა სერბეთსა და მის ყოფილ პროვინციას შორის, ბოლო კვირებში, კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო გაიზარდა. კოსოვომ, ქვეყანაში სერბული სანომრე ნიშნების აკრძალვა გადაწყვიტა. ამ ნაბიჯის გამო, 5 ნოემბერს, კოსოვოს ჩრდილოეთ მიტროვიცას რეგიონში 10-მა სერბმა დეპუტატმა, 10-მა პროკურორმა და 576-მა პოლიციელმა თანამდებობები დატოვა.
კოსოვოს მთავრობის კარძალვის მიხედვით, კოსოვოში მცხოვრები 6 300 ეთნიკური სერბი, რომლების სერბულ სანომრე ნიშნებს ფლობდნენ, ორშაბათიდან არალეგალ მძღოლებად განიხილება. კოსოვოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კომპრომისული გეგმის მიხედვით, მომდევნო ორი თვის გამავლობაში, კოსოვოში სერბული ნომრებით მოძრავი, კოსოვოს მკვიდრი მძღოლები დაჯარიმდებიან. 21 აპრილიდან კი მათ მხოლოდ დროებითი ადგილობრივი ნომრებით გადაადგილება შეეძლებათ.
კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხმა,1998-99 წლებში ომი გამოწვია, რომელშიც დაახლოებით 13 000 ადამიანი დაიღუპა. 2008 წელს, კოსოვო სერბეთს გამოეყო. შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეების უმეტესობა, კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს.