"სეისმური შოკი" მსოფლიო რაგბს საქართველოსგან
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი და ისტორიული გამარჯვება იზეიმა. კარდიფში, სარაგბო მექაში, "ფრინციფალითი სთედიუმზე", ქართველმა „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ გრანდს უელსს 13:12 მოუგეს. "საქართველომ რაგბიში სეისმური შოკი მოახდინა“ - წერს ბრიტანული „გარდიანი“.