ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთი და კოსოვო სანომრე ნიშნების საკითხზე შეთანხმდა


კოსოვოსა და სერბეთს შორის, სანომრე ნიშნებზე მიღწეული შეთანხმება, ეთნიკური ძალადობის წინაპირობად შეფასებულ ხანგრძლივ დავას ასრულებს.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება“ - წერს „ტვიტერზე“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. მხარეებმა, ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმებას ბრიუსელში 23 ნოემბერს მიაღწიეს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ კოსოვოსა და სერბეთის მთავარი მომლაპარაკებლები, ევროკავშირის ხელშეწყობით შეთანხმდნენ ზომებზე, რათა თავიდან აირიდონ შემდგომი ესკალაცია და სრულად კონცენტრირდნენ მათი ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ წამოყენებულ წინადადებაზე“ - წერს ბორელი.

მიღწეული შეთანხმება დაადასტურა ბელგიაში კოსოვოს ელჩმა, აგრონ მაირამიმმაც.

„ხანგრძლივი დროის შემდეგ, ჩვენ მივაღწიეთ მიზანს: ჩვენ გვაქვს შეთანხმება! ახლა შესაძლებელია, დაიწყოს ინტენსიური მოლაპარაკებები, სრული ნორმალიზაციის შესახებ“ - წერს ელჩი „ტვიტერზე“.

შეთანხმება მოუწოდებს სერბეთს, შეწყვიტოს სანომრე ნიშნების გაცემა კოსოვოს ქალაქების „დენომინაციებთან“, მეორეს მხრივ, კოსოვომ უნდა შეწყვიტოს შემდგომი მოქმედებები, ავტომობილების ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, - თქვა ბორელმა.

ბორელმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში, მხარეებს შემდეგი ნაბიჯების განსახილველად მიიწვევს.

კოსოვო, დაახლოებით 10 000 სერბი მძღოლისთვის, რომლებიც სერბული სანომრე ნიშნების გამოყენებას აგრძელებენ, ჯარიმების დაწესებას მიმდინარე კვირაში გეგმავდა.

მანამდე, მიმდინარე კვირის დასაწყისში, უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მოლაპარაკებები, კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტსა და სერბეთის პრეზიდენტ, ალექსანდრ ვუჩიჩს შორის.

კოსოვოს ხელისუფლების თავდაპირველი გეგმა, სერბეთის მიერ გაცემული სანომრე ნიშნების ეტაპობრივ გაუქმებას ისახავდა მიზნად. მიმდინარე წელს, კოსოვომ საკუთარ სერბ მოსახლეობას რამდენჯერმე მოსთხოვა, შეეცვალათ 1999 წლამდე გამოცემული ნომრები, იმ დროინდელი, როცა კოსოვო ჯერ კიდევ სერბეთის ნაწილი იყო.

კოსოვოსა და სერბეთს შორის, 1990-იანი წლების ბოლოს შეიარაღებულ კონფლიქტს ქონდა ადგილი. საბოლოოდ, 2008 წელს, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ბელგრადმა, ისევე როგორც რუსეთმა, ჩინეთმა და ევროკავშირის ხუთმა წევრმა ქვეყანამ, კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა და პრიშტინას, სერბი უმცირესობის უფლებების შეზღუდვაში სდებენ ბრალს. კოსოვოში მცხოვრები სერბების რაოდენობა, მთელი მოსახლეობის 5 პროცენტია და 1,8 მილიონს შეადგენს.

დასავლეთი მხარეებს აფრთხილებდა, რომ ამგვარ ნაბიჯებს, შესაძლეოა კოსოვოსა და სერბეთს შორის არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაემწვავებია.

XS
SM
MD
LG