შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებში საკუთარ როლს გადახედავს. ჯონ კერიმ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის და პალესტინელთა მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლა გამოიწვია.
არსებობს დროის და ძალისხმევის ზღვარი, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს, თუკი მხარეებს მშვიდობის მისაღწევად „კონსტრუქციული ნაბიჯების“ გადადგმა არ სურთ. ამერიკის ძალისხმევა უსაზღვრო ვერ იქნება - აცხადებს სახელმწიფო მდივანი. ჯონ კერიმ ამ ნაბიჯებს შორის დაასახელა ისრაელის მხრიდან იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მშენებლობის პროცესის გაგრძელება და პალესტინელ ტყვეთა გათავისუფლების პროცესის შეჩერება. ასევე ისაუბრა პალესტინელთა მხრიდან გაეროში მიმდინარე მუშაობაზე მათი სახელმწიფოებრიობის ცნობის საკითხთან დაკავშირებით.