შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელში მიემგზავრება. ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში ერთ კვირაზე ნაკლებ ინტერვალში უკვე მეორედ ჩადის. გასულ კვირას ის იორდანიაში პალესტინელთა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა.
ამერიკის უმაღლესი დიპლომატი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების გადარჩენას შეეცდება. გასულ წელს დაწყებული მოლაპარაკება საფრთხის ქვეშ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ისრაელმა პალესტინელ ტყვეთა ბოლო ჯგუფის გათავისუფლებაზე უარი თქვა. 8 თვის წინ მიღწეული ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ისინი 29 მარტს უნდა გაეშვათ. ისრაელი სამშვიდობო მოლაპარაკების პერიოდის გახანგრძლივებას ითხოვს. პალესტინელი ოფიციალური პირები კი იმუქრებიან, რომ თუკი ტყვეთა გათავისუფლება არ მოხდა, ისინი მოლაპარაკებას საერთოდ შეწყვეტენ.