ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერის ახალო აღმოსავლეთში ვიზიტი გრძელდება


კერისა და აბასის შეხვედრა დღეს საღამოსაა დაგეგმილი იორდანიის დედაქალაქ ამანში

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი არაბული ქვეყნების ლიგის ოფიციალურ პირებს შეხვდა. ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის განმავლობაში კერი პალესტინელების ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთანაც გეგმავს შეხვედრას. შეერთებული შტატები ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას ცდილობს.

კერისა და აბასის შეხვედრა დღეს საღამოსაა დაგეგმილი იორდანიის დედაქალაქ ამანში. ეს მათი მეორე შეხვედრა იქნება უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში.

სახელმწიფო მდივნის ამპლუაში კერი ახლო აღმოსავლეთში უკვე მეექვსედ ჩადის. ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება მან პრიორიტეტად დაისახა.

შეგახსენებთ, რომ სამშვიდობო პროცესის ფარგლებში გათვალისწინებული დიალოგი 2010 წელს შეწყდა, როცა ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მშენებლობები განაახლა.
XS
SM
MD
LG