ვაშინგტონი —
შეერთებული შტატები ისრაელთან განიხილავს სასჯელმისჯილი ისრაელელი ჯაშუშის გათავისუფლების შესაძლებლობის საკითხს, რაც შეიძლება გახდეს იმ პაკეტის ნაწილი, რომელიც პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვისაა გამიზნული.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, სამშაბათს ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეხვდა. კერი ორშაბათს პალესტინელთა წარმომადგენელ, საებ ერეკატსაც შეხვდა.
ის ადამიანები, ვინც ამ მოლაპარაკებების შინაარსს იცნობენ, ამბობენ, რომ ობამას ადმინისტრაცია უფრო მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებისა და ისრაელის მიერ სადავო ტერიტორიებზე დასახლებების მშენებლობის გაყინვის სანაცვლოდ, ჯაშუშ ჯონათან პოლარდის ამ წლის ბოლოსთვის გათავისუფლებას სთავაზობს.
პოლარდი ებრაელი ამერიკელია, რომელიც როგორც სამოქალაქო პირი, შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტში დაზვერვის ანალიტიკოსად მუშაობდა. მან ისრაელის დაზვერვის თანამშრომლებს ათასობით საიდუმლო დოკუმენტი გადასცა. ის1985 წელს ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოში თავშესაფრის მიღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დააპატიმრეს.