ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი იუბილარია - არჩეული პრეზიდენტი 78 წლის გახდა


ამერიკის ახალი, არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს იუბილარია. 1942 წლის 20 ნოემბერს დაბადებული ბაიდენი დღეს 78 წლის გახდა. 20 იანვარს მაშინ, როცა ის ფიცს დადებს ის 46-ე პრეზიდენტის ტიტულს მიიღებს და ისტორიაში შევა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი.

აქამდე ამ ტიტულს რონალდ რეიგანი იკავებდა. მან თეთრი სახლი 77 წლის ასაკში დატოვა. უფრო ზუსტად კი როცა მან პრეზიდენტობა დაასრულა 77 წლის და 349 დღის იყო. რეიგანი ინაუგურაციის დღეს 73 წლის იყო, მან ფიცი 1984 წელს დადო.

ამერიკის მოქმედი და 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლა 74 წლის არის და ის, ინაუგურაციის დღეს 70 წლის იყო. დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში მესამე პოზიციას იკავებს ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტების რიგში.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ჯონ კენედი იყო, რომელის ინაუგურაცია 1960 წელს გაიმართა და ის ამ დროს 43 წლის იყო.

დილიდან სოციალურ ქსელებში ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს ცნობადი სახეები და პოლიტიკოსები ულოცავენ. განცხადებას ავრცელებენ მსოფლიო ლიდერებიც. ამ დრომდე, სოციალურ ქსელში არ გავრცელებულა კამალა ჰარისის და თავად ჯო ბაიდენის განცხადება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG