ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ჯორჯიის შტატიდან არჩევნების შედეგებს ელოდება


ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ბოლო და განსაკუთრებით საყურადღებო პროცესის დასრულებას დღეს ელოდებიან. ჯორჯიის შტატის ოფიციალური პირები სავარაუდოდ არჩევნების შედეგებს დღეს დაამტკიცებენ. შედეგების საბოლოო სერტიფიცირების ვადა პარასკევს იწურება.

ჯორჯიის საარჩევნო კომისიის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შტატში დაახლოებით 5 მილიონი ბიულეტენის ხელით გადათვლა, სავარაუდოდ, არ შეამცირებს ჯო ბაიდენის უპირატესობას, რომელიც 3 ნოემბრის არჩევნების პირველადი მონაცემებით, 14 000 იყო.

ამგვარი შედეგის დადასტურების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შანსები, კიდევ 4 წლით მართოს ქვეყანა, კიდევ უფრო შემცირდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯო ბაიდენს 5.8 მილიონი ხმით მეტი აქვს მიღებული.

საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმების რაოდენობით, ბაიდენს 290 ელექტორის ხმა აქვს, ტრამპს კი -232. კანდიდატს გამარჯვებისთვის მინიმუმ 270 ხმა სჭირდება.

რამდენიმე საათში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატთა გუნდი პრესკონფერენციას გეგმავს. დღეს დილით, ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ კამპანიის ადვოკატები “გამარჯვებისკენ მიმავალ ძალიან ნათელ და სიცოცხლისუნარიან გზას წარმოადგენენ”. თუმცა, იურიდიულ საკითხთა ექსპერტები თვლიან, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG