ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატისი: რუსეთზე სანქციები მოსკოვის ქმედებების შეცვლამდე გაგრძელდება


უკრაინაში ვიზიტით მყოფი შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი აცხადებს, რომ "რუსეთი საერთაშორისო საზღვრების ძალისხმიერის მეთოდებით შეცვლას ცდილობს." მატისის თქმით, შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს მანამ გაუგრძელებს, ვიდრე მისი მთავრობა ქცევას არ შეიცვლის.

მატისმა ეს განცხადება კიევში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პენტაგონის მეთაურმა იქვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და არ მიიღებს 2014 წლის ყირიმის ანექსიას.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არ ასრულებს მინსკის სახელით ცნობილ საერთაშორისო შეთანხმებას.

"შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები გავაგრძელებთ რუსეთზე წნეხს, რათა მან მინსკის შეთანხმების პირობები შეასრულოს," განაცხადა მატისმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG