ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი კიევში პრეზიდენტ პოროშენკოკს შეხვდა


ოფიციალური ვიზიტისას კიევში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ როგორც ვაშინგტონმა მოსკოვს განუცხადა, ამ უკანასკნელმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის დეესკალაციის მიმართულებით.

ამის შესახებ ტილერსონმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად ისაუბრა, მას შემდეგ რაც მათ, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის დასრულების გზებზე და უკრაინაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაზე იმსჯელეს.

"როგორც კი მხარეები ამ ამოცანების შესრულებაზე მზადყოფნას გამოხატავენ, დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესს მივაღწევთ,“-თქვა ტილერსონმა, და მინსკის შეთანხმებები დაიმოწმა.

რექს ტილერსონმა რამდენიმე დღის წინ ნატოში, აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი უკრაინის მოლაპარაკებებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ვოლკერი კიევში ვიზიტისას თან ახლავს ბატონ ტილერსონს და ის რეგულარულად იქნება ჩართული ე.წ. ნორმანდიის ფორმატის მონაწილე მხრეებთან, რომლებიც უკრაინის საკითხში მოლაპარაკებებს მართავენ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და უკრაინა.

ცოტა ხნის წინ, ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში, ვოლკერმა განაცხადა: "ჩვენ გვჭირდება უკრაინა, რომელიც მდგრადი, ძლიერი, მდიდარი სახელმწიფო და შეუქცევადი დემოკრატიაა, ქვეყანა, რომელიც მიმზიდველია აღმოსავლეთ რეგიონებისთვის და სადაც დეზინფორმაციასა და პროპაგანდას გასაქანი არ აქვს."

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰედერ ნაუერტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლავაც გააგრძელებს შეშფოთების გამოხატვას სეპარატისტებისადმი რუსეთის მხარდაჭერის გამო.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში ჯონ ჰერბსტმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტილერსონმა მტკიცედ უნდა დააფიქსიროს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ამასთან, მკაფიოდ აღიაროს ფაქტი, რომ რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და აშშ მზადაა აუცილებელი დახმარება გაიღოს ამ საქმეში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG