ამერიკის თავდაცვის მდივანი, ჯიმ მატისი თურქეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც ის პრეზიდენტ რეჯეპ ტაეპ ერდოღანს შეხვდა. ანკარაში მატისი მის კოლეგას ნურეტინ ჩანიკლისაც შეხვდა.
ცნობების მიხედვით, ერდოღანმა უკმაყოფილება გამოთქვა ამერიკის მიერ, სირიაში, ქურთული დაჯგუფების დახმარების თაობაზე. ანკარის თქმით, ქურთული „ხალხის დაცვის ერთეული“ ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენს და კავშირები აქვს “ქურდისტანის მუშათა პარტიასთან“ (PKK) თურქეთში.
პენტაგონი ქურთულ დაჯგუფებას ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბროლაში ეხმარება და მათი შეირაღება ამერიკულმა მხარემ მაისში დაიწყო. თურქეთის თქმით, ანკარა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებულ ტეროტორიაზე ქურთული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
Facebook Forum