ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანკა ტრამპი ფიცის ქვეშ დაკითხეს


ივანკა ტრამპი - შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილი და მისი მრჩეველი - ვაშინგტონში, დაკითხვაზე იმყოფებოდა. ინფორმაცია კოლუმბიის ოლქის გენერალურმა პროკურორმა კარლ რასინმა გაავრცელა.

ივანკა ტრამპი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიის დაფინანსების საკითხებზე, ფიცის ქვეშ დაკითხეს. საქმე ეხება 2017 წლის 20 იანვარს, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციიას.

საქმე 2020 წლის იანვარში აღიძრა. გამომძიებლები პრეზიდენტ ტრამპის ოჯახური ბიზნესების მიერ არაკომერციული ორგანიზაციებისგან გაღებული შეწირულობების არასათანადოდ, საკუთარი მოგებისთვის გახარჯვას იძიებენ.

ბრალდებაში საუბარია უშუალოდ ტრამპის ოჯახური ბიზნესისთვის, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადარიცხვაზე.

"საოლქო კანონმდებლობა მოითხოვს მათი ფონდის საჯარო ინტერესებისთვის, და არა კერძო პირების ან მათი ინტერესებისთვის გამოყენებას" - აცხადებს კოლუმბიის ოლქის გენერალური პროკურორი კარლ რასინი.

მაგალითად, საჭიროზე გაცილებით დიდი თანხა, გადაერიცხა ვაშინგტონში მდებარე ტრამპის სასტუმროს. 300 000 დოლარზე მეტია გადახდილი სასტუმროს ადმინისტრაციისთვის, ინაუგურაციის საღამოს, ტრამპის შვილების მიერ გამართული წვეულების ორგანიზებისთვის.

თეთრი სახლის პრესსპიკერი კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტი კი აცხადებს, რომ მათ აუდიტი ორგანიზაციის შიგნით ჩაატარეს და კანონდარღვევა ვერსად ნახეს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტმა 2017 წელს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ღონისძიებები გამართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG