ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიებამ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტის ფინანსური დოკუმენტაცია მოითხოვა


დონალდ ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიაზე გასასვლელად ემზადება. 20 იანვარი, 2017 წ.
დონალდ ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიაზე გასასვლელად ემზადება. 20 იანვარი, 2017 წ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის ფედერალურმა პროკურორებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტის მუშაობის ფინანსური დოკუმენტები გამოითხოვეს. გამოძიებას აინტერესებს დოკუმენტების ის ნაწილი, რომელიც ცერემონიის დონორებს და მის ხარჯვით ნაწილს ეხება.

ინფორმაცია ორშაბათს ამერიკული მედიის რამდენიმე საშუალებამ ერთდროულად გაავრცელა. წყაროდ, ნაწილი თავად მოთხოვნის დოკუმენტის ასლს, ზოგი კი იმ ადამიანებს ასახელებს, ვინც გამოძიების საქმიანობასთან ახლოსაა.

პროკურორებს აინტერესებთ, თუ ვინ იყვნენ ინაუგურაციის დონორები, ხომ არ იყვნენ მათ შორის უცხოელი პირები, ან უცხო ქვეყნის ორგანიზაციები, რაც შეერთებული შტატების კანონით აკრძალულია. ასევე იძიებენ, ჰქონდა თუ არა ადგილი მიღებული შემოწირულობებისთვის გარკვეული ფორმით მადლობის გადახდას და კიდევ: როგორ დახარჯა საინაუგურაციო კომიტეტმა 107 მილიონი დოლარი. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართა.

ამერიკული მედიის საშუალებები ასევე ციტირებენ საინაუგურაციო კომიტეტის სპიკერს. გავრცელებული ცნობებით, კომიტეტის წევრებმა მიიღეს მოთხოვნის დოკუმენტი, განიხილავენ მას და ფედერალურ გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG