ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანკა ტრამპი ჰილარი კლინტონის მსგავს სკანდალში გაეხვა


ტრამპის სახელი ახალ სკანდალში ტრიალებს. ამჯერად მის ეპიცენტრში არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არამედ მისი შვილი ივანკა ტრამპია.

ივანკა პრეზიდენტის ერთ-ერთი წამყვანი მრჩეველია და თეთრ სახლში მუშაობს. როგორც ირკვევა, მან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, გასულ წელს, პირადი ფოსტით ასობით ელექტრონული წერილი გაუგზავნა თანამშრომლებს.

მსგავსი ბრალდების გამო, საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში, დონალდ ტრამპი თავისი ოპონენტის - ჰილარი კლინტონის დაპატიმრებას და პასუხისგებაში გადაცემას ითხოვდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ე.წ. "ჰილარის იმეილების სკანდალმა" საპრეზიდენტო არჩევნებზე კლინტონის დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა.

საქმეში ივანკა ტრამპის ადვოკატი ჩაერთო. მათი წარმომადგენლის განცხადებით, ივანკამ არ იცოდა, რომ ამერიკის მთავრობაში სამსახურეობრივი მიწერ-მოწერისთვის პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენება არ შეიძლება.

XS
SM
MD
LG