ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანკა ტრამპი ქალთა გაძლიერების გლობალურ ინიციატივაზე საუბრობს


თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის ხელმძღვანელობით დაწყებულმა გლობალურმა პროექტმა ქალთა გაძიერებისთვის, პირველი შედეგები უკვე მოიტანა. პროექტისთვის უკვე გამოიყო საგრანტო თანხა, რომელიც 27 მილიონი დოლარია და 22 ქვეყანაში განაწილდება.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ივანკა ტრამპმა ხაზი გაუსვა ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას. მან აღიშნა, რომ ქალებისთვის მეტი ძალაუფლების მინიჭება ქვეყნების განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და “კრიტიკულია ეროვნული უსაფრთხოებისთვის.”

თუ დავაკვირდებით ქვეყნებს, სადაც გენდერული დისკრიმინაცია არსებობს, “ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მათ 80 პროცენტს შეიარაღებული კონფლიქტები ჰქონდა,” თქვა ივანკა ტრამპმა.

ქალთა განვითარების გლობალური ინიციატივა თებერვალში დაიწყო და მისი საწყისი ბიუჯეტი 50 მილიონი დოლარი იყო, რომელიც USAID-მ გამოყო. პროექტის მიზანი 2015 წლამდე, განვითარებად ქვეყნებში, 50 მილიონი ქალის სხვადასხვა ამერიკულ პროექტში ჩართვაა, იქნება ეს საჯარო, ბიზნესის თუ სამოქალაქო საზოგადოების სექტორი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG