ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანკა ტრამპს ქალთა ეკონომიკური ძალაუფლების გაზრდა სურს


შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი და მისი შვილი ივანკა ტრამპი აფრიკის ქვეყნებში ოთხდღიან ტურს აგრძელებს. მან დღეს გეზი ეთიოპიიდან სპილოს ძვლის ნაპირის რესპუბლიკისკენ აიღო.

ივანკა ტრამპის მიზანია დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ქალების ეკონომიკური ძალაუფლების გაღრმავება და მათთვის რეგიონში მეტი შესაძლებლობების შექმნის წახალისება. ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში მან კვირას განცხადება მრავალმილიონიანი პროექტის შესახებ გააკეთა, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების მთავრობა ადგილობრივ ქალ მეწარმეებს დაეხმარება.

ინიციატივა “2X აფრიკა" $1 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის მობილიზებას გეგმავს. ის საერთაშორისო მასშტაბით $350 მილიონს უშუალოდ ჩადებს იმ კომპანიებში და ფონდებში, რომელთა მესაკუთრეები ან წინამძღოლები ქალები არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG