ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანკა ტრამპი ეთიოპიაში იმყოფება


შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილი და მისი მრჩეველი ივანკა ტრამპი ორშაბათს, ადის-აბების წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო ლიდერებს შეხვდა. მან ვაზის გვირგვინით შეამკო ამავე ტაძარში, გასულ თვეს, ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავზე დაღუპული 157 ადამიანის სახელზე გახსნილი კედელი.

ივანკა ტრამპი ადის-აბებაში კვირას ჩავიდა აფრიკელი ქალების ეკონომიკური ჩართულობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. მან მოინახულა ყავის მაღაზია და ქსოვილების ფაბრიკა. იგი ეთიოპიაში 50 მილიონი დოლარის ღირებულების ინიციატივის განვითარების მიზნით ჩავიდა. ეს ინიციატივა პრეზიდენტმა ტრამპმა თებერვალში გამოსცა, და ის განვითარებად ქვეყნებში ქალთა დასაქმების წასახალისებლადაა გამიზნული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG