ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის ოჯახი პიტსბურგში სამძიმრის გამოსახატად ჩავიდა


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი პიტსბურგში მდებარე “სიცოცხლის ხის” სინაგოგას ეწვივნენ, სადაც შაბათს, შეიარაღებულმა მამაკაცმა შაბათის ლოცვაზე მისული 11 ადამიანი მოკლა.

სინაგოგაში ასევე იმყოფებოდა ისრაელის ელჩი შეერთბულ შტატებში რონ დერმერი.

პრეზიდენტთან ერთად პენსილვანიას პრეზიდენტის სიძე ჯერედ კუშნერი და ქალიშვილი ივანკა ტრამპიც ეწვივნენ. პრეზიდენტის ქალიშვილმა აღმსარებლობლობა იუდაიზმზე კუშნერზე ქორწინების წინ შეიცვალა.

დონალდ და მელანია ტრამპებმა, ებრაული ტრადიციის თანახმად, სინაგოგის გარეთ მოწყობილ მემორიალზე 11 ქვა დადეს თითოეული დაღუპული ადამიანის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.

სინაგოგასთან ახლოს საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებსაც არ მიაჩნდათ, რომ პრეზიდენტის პიტცბურგში ვიზიტი მართებული იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG