ამერიკის 46-ე პრეზიდენტი თეთრ სახლში დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლებს. შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული მათ შორის - პანდემიის, რეგიონში არსებული ვითარებისა და ირანის ბირთვული შეიარაღების თემაც.
ეს ბენეტის პირველი ვიზიტია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ რაც მან ივნისში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
„ეს არის შანსი პრემიერ-მინისტრისთვის რათა პირადად მოისმინოს პრეზიდენტისგან მისი ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართ და მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვით საჭიროებებს,“- ამბობენ თეთრ სახლში.
თეთრ სახლში აქვე განმარტავენ, რომ ავღანეთში ამერიკის სამხედრო ჩარევის დასრულება, ვაშინგტონს მეტ რესურსს უთავისუფლებს სხვა პრიორიტეტებისთვის, მათ შორის - ისრაელთან ურთიერთობების კუთხით.
მოლაპარაკებებში მთავარი აქცენტი ირანზე დაისმება, ბენეტს მიაჩნია, რომ ირანის მიერ ურანის გამდიდრება „რეგიონისთვის დესტაბილიზაციის მომტანია. წაიკითხეთ მეტი.
ქვეყნებს შორის ურთიერთობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან უკვე განიხილა. შეხვედრა ენტონი ბლინკენსა და ბენეტს შორის სამშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.
Facebook Forum